სახილ ალახვერდოვი ევროპული თამაშების ფინალშია | მინსკი 2019 [ვიდეო]

ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მიმდინარე ევროპულ თამაშებზე ქართველი მოკრივე სახილ ალახვერდოვი (-49 კგ.) იტალიელ ფედერიკო სერას დაუპირისპირდა. მან გამარჯვება მსაჯთა გაყოფილი გადაწყვეტილებით, ანგარიშით 3:2 მოიპოვა და ტურნირის ფინალში ოქროსთვის იბრძოლებს.

სახილ ალახვერდოვს მინიმუმ ვერცხლის მედალი აქვს გარანტირებული. შეგახსენებთ, რომ წელს, კრივში, ევროპული თამაშები ევროპის ჩემპიონატთანაა გათანაბრებული.