კრივი | გურულმა ევროპის ჩემპიონატის ფინალი პროტესტის ნიშნად შეწყვიტა #1TVSPORT
კრივი | გურულმა ევროპის ჩემპიონატის ფინალი პროტესტის ნიშნად შეწყვიტა #1TVSPORT

სერბეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ორთაბძოლაში ქართველმა ლაშა გურულმა რუს თარხან იდიგოვთან დაპირისპირება მესამე რაუნდის დაწყების წინ მსაჯების არაობიექტური გადაწყვეტილებების გამო შეწყვიტა.

ქართველმა მოკრივემ ცალსახად მოგებული რაუნდების შემდეგ, რომლებიც მსაჯებმა რუსის სასარგებლოდ დაწერეს, ბრძოლის გაგრძელებაზე უარი განაცხადა და არენაზე შეკრებილი მაყურებლისაგან აპლოდისმენტებიც დაიმსახურა.