კრივი | გიორგი ყუშიტაშვილი ოლიმპიურ თამაშებს გამოეთიშა #1TVSPORT

23:11, 28.07.2024

პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, კრივის ტურნირზე დებიუტანტმა გიორგი ყუშიტაშვილმა (92კგ) პირველი ორთაბრძოლა ჩაატარა.

ქართველი აზიის ჩემპიონს, ტაჯიკ დავლატ ბოლტაევთან დაძაბულ ბრძოლაში 1:2 დამარცხდა და ოლიმპიადას დაემშვიდობა.

ყუშიტაშვილი ევროპის ჩემპიონი და მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია.

შეგახსენებთ, რომ, გიორგი ყუშიტაშვილთან ერთად, პარიზში კიდევ ერთი მოკრივე – ლაშა გურული ასპარეზობს, რომელიც თავის შეხვედრას ხვალ ჩაატარებს.

მსგავსი