საფრანგეთში „კოვიდ-19“-ის 16 972 ახალი შემთხვევა დადასტურდა
საფრანგეთში „კოვიდ-19“-ის 16 972 ახალი შემთხვევა დადასტურდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში, საფრანგეთში „კოვიდ-19“ 16 972 ადამიანს დაუდასტურდა, რაც პანდემიის დაწყებიდან ქვეყნისთვის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია. შესაბამის მონაცემებს სააგენტო „როიტერი“ საფრანგეთის ჯანდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გასული 24 საათის განმავლობაში, საფრანგეთში გარდაიცვალა კორონავირუსით 49 ინფიცირებული პირი.

სულ ქვეყანაში რეგისტრირებულია კორონავირუსის 606 625 შემთხვევა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი, 32 198-ს შეადგენს.