თეთრ სახლში უარყოფენ ინფორმაციას, რომ პიტ ჰეგსეთმა და მარკო რუბიომ შესაძლოა, თანამდებობები დატოვონ
თეთრი სახლი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეთმა და სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ შესაძლოა, თანამდებობები დატოვონ.
თეთრ სახლში ასევე უარყვეს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ცვლილებების მიზეზი შესაძლოა, ირანთან ომის ფონზე აშშ-ის შუალედურ არჩევნებში რესპუბლიკელების მარცხი გახდეს.
ამასთან, The New York Times-თან ინტერვიუში რუბიომ უარყო ცნობები, რომ ის განიხილავს თანამდებობის დატოვებას 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე.
„ტრამპისთვის ვადის ამოწურვამდე მუშაობა ყოველთვის იყო ჩემი გეგმა. მიყვარს ჩემი საქმე და გარდა ამისა, ყოველთვის ვიცინი, როცა ამბობენ, რომ მე სამსახურს დავტოვებ“, – განუცხადა რუბიომ გამოცემას.
ცნობისთვის, გამოცემა The Independent-მა ამერიკულ და ბრიტანულ წყაროებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, შესაძლოა, თანამდებობიდან გადადგეს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო კამპანიისთვის მოემზადოს.
ამასთან, „სიენენმა“ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ირანთან ომის გამო, შესაძლოა, თავდაცვის მდივნის, პიტ ჰეგსეტის იმპიჩმენტის საკითხს კენჭი უყაროს.