საფრანგეთში კორონავირუსის 7 852 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 37 ადამიანი
საფრანგეთში კორონავირუსის 7 852 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 37 ადამიანი

საფრანგეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 7 852 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ეს მონაცემი წინა დღესთან შედარებით 1 694-ით მაღალია. ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.

საფრანგეთში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით 37 ადამიანი გარდაიცვალა.

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, საფრანგეთში „კოვიდ-19“-ის 395 104 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაიცვალა 30 999 ადამიანი.