საფრანგეთში გასულ 24 საათში კორონავირუსის 13 157 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 215 ინფიცირებული

00:56, 23.11.2020

საფრანგეთში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 13 157 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 215 ინფიცირებული. შესაბამის მონაცემებს სააგენტო „როიტერი“ საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

უწყების ცნობით, ქვეყანაში სულ რეგისტრირებულია „კოვიდ-19“-ის 2,14 მილიონი შემთხვევა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 48 732-ს შეადგენს.

კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობით საფრანგეთი პირველ ადგილზეა ევროპაში და მეოთხეა მსოფლიოში აშშ-ის, ბრაზილიისა და ინდოეთის შემდეგ.

მსგავსი