ემანუელ მაკრონი 5 და 7 ნოემბერს დაგეგმილი საპროტესტო აქციების წინ ელისეის სასახლეში თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომას გამართავს

15:31, 04.11.2026

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი 5 და 7 ნოემბერს დაგეგმილი მასშტაბური საპროტესტო აქციების წინ ელისეის სასახლეში თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომას გამართავს.

ფრანგული მედიის ინფორმაციით, შეხვედრა დღეს, 4 ნოემბერს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გაიმართება.

საფრანგეთის ხელისუფლების განცხადებით, მთავარი მიზანია საპროტესტო მობილიზაციის ორი დღისთვის მზადება, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა და უსაფრთხოების ზომების კოორდინაცია.

სხდომას დაესწრებიან საფრანგეთის შიდა უსაფრთხოების გენერალური დირექტორი სელინ ბერტონი, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ფაბიენ მანდონი და ეროვნული პოლიციის გენერალური დირექტორატის წარმომადგენლები.

ცნობისთვის, 5 ნოემბერს საფრანგეთში საყოველთაო გაფიცვა და მასშტაბური დემონსტრაციებია დაგეგმილი. ხელისუფლება საპროტესტო გამოსვლების დროს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა და ძალადობრივი ინციდენტების საფრთხეზე მიუთითებს.

მსგავსი