საფრანგეთში ე.წ. კოვიდპასპორტების მოწინააღმდეგეების აქცია მეხუთედ გაიმართა
საფრანგეთში ე.წ. კოვიდპასპორტების მოწინააღმდეგეების აქცია მეხუთედ გაიმართა

საფრანგეთში ე.წ. კოვიდპასპორტების წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მეხუთედ გაიმართა. „როიტერის“ ცნობით, აქციის მონაწილეები მთავრობის მიერ შემოღებულ „ჯანმრთელობის პასპორტების“ წინააღმდეგ გამოდიან, რომლის წარდგენის გარეშე მოქალაქეებს სხვადსხვა მომსახურების მიღება ეკრძალებათ.

აქტივისტების ასევე აპროტესტებენ სამედიცინო პერსონალის სავალდებულო ვაქცინაციას.

მიტინგები გაიმართა როგორც პარიზში, ასევე საფრანგეთის სხვა დიდ ქალაქებში, მათ შორის მარსელში, ტულუზაში, ნიცაში, ლიონში, ლილში და ა.შ.

პარიზში მომიტინგეები სკანდირებდნენ – „თავისუფლება“ და ქვეყნის პრეზიდენტის გადადგომას ითხოვდნენ.

აქციების უმეტესობა მშვიდობიანად მიმდინარეობდა, თუმცა რამდნიმე ქალაქში მოხდა მცირე დაპირისპირებები.

საფრანგეთის მთავრობის განკარგულებით, მოქალაქეებს, რომლებიც ვერ წარადგენენ ე.წ. ჯანმრთელობის პასპორტს, ვერ შეძლებენ სხვადასხვა მომსახურებით სარგებლობას. მასში დაფიქსირებული იქნება, რომ პირი ვაქცინირებულია, გადატანილი აქვს „კოვიდ-19“ ან მისი კოვიდტესტის პასუხი ნეგატიურია. ამ დოკუმენტის გარეშე შეუძლებელი იქნება რესტორანში, სილამაზის სალონში ან ფიტნეს დარბაზში შესვლა. ამასთან, მთავრობის გადაწყვეტილებით, კოვიდტესტის გაკეთება ფასიანი გახდება.

აღნიშნული ზომების შემოღებას საფრანგეთის მოქალაქეების დიდი ნაწილი მხარს უჭერს. ამასთან, ე.წ. ჯანმრთელობის პასპორტის შემოღების შემდეგ საფრანგეთში ვაქცინაციის პროცესი საგრძნობლად დაჩქარდა. ამჟამად, საფრანგეთის მოქალაქეების 70%-ს ვაქცინის სულ მცირე ერთი დოზა უკვე გაკეთებული აქვთ.