საფრანგეთში ბოლო ორ დღეში კორონავირუსით 27 ადამიანი გარდაიცვალა
საფრანგეთში ბოლო ორ დღეში კორონავირუსით 27 ადამიანი გარდაიცვალა

საფრანგეთში ბოლო ორ დღეში განმავლობაში „კოვიდ-19“-ით 27 ადამიანი გარდაიცვალა. ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ქვეყანაში 29,920 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

„როიტერის“ ინფორმაციით, ამ დროისთვის საფრანგეთის საავადმყოფოებში, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში 548 ადამიანი მკურნალობს.

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე საფრანგეთში „კოვიდ-19“-ის 204 222 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი.

დატოვე კომენტარი