საფრანგეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 306 ადამიანი გარდაიცვალა

22:17, 04.05.2020

საფრანგეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში ახალი კორონავირუსით 306 ადამიანი გარდაიცვალა. შედეგად, ქვეყნის მასშტაბით „კოვიდ 19“-ით გარდაცვლილთა რიცხვმა 25,000-ს გადააჭარბა. ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.

ბოლო ოთხი დღის განმავლობაში ეს გარდაცვლილთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

საფრანგეთში უკვე 26 დღეა, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოთავსებული პაციენტების რაოდენობა მცირდება.

მსგავსი