საფრანგეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში ახალი კორონავირუსით 306 ადამიანი გარდაიცვალა. შედეგად, ქვეყნის მასშტაბით „კოვიდ 19“-ით გარდაცვლილთა რიცხვმა 25,000-ს გადააჭარბა. ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.
ბოლო ოთხი დღის განმავლობაში ეს გარდაცვლილთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
საფრანგეთში უკვე 26 დღეა, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოთავსებული პაციენტების რაოდენობა მცირდება.