საფრანგეთში ანტიტერორისტული სპეცოპერაციის დროს 11 ადამიანი დააკავეს
საფრანგეთში ანტიტერორისტული სპეცოპერაციის დროს 11 ადამიანი დააკავეს

საფრანგეთში ანტიტერორისტული სპეცოპერაციის დროს 11 ადამიანი დააკავეს. ადგილობირვი მედიის ინფორმაციით, ეჭვმიტანილები პარიზში, გრანდ სინტეს რაიონში აიყვანეს.

რეიდში 200-ზე მეტი სამართალდამცველი მონაწილეობდა. ისინი ეჭვმიტანილების სახლებში დილის 7 საათზე შეიჭრნენ. პოლიცია ასევე შევიდა ერთ-ერთი მუსლიმური ორგანიზაციის შტაბ-ბინაში.

როგორც ფრანგული მედია წერს, სეპცოპერაცია ჯერ არ დასრულებულა.