საფრანგეთში ანტიტერორისტული სპეცოპერაციის დროს 11 ადამიანი დააკავეს
საფრანგეთში ანტიტერორისტული სპეცოპერაციის დროს 11 ადამიანი დააკავეს. ადგილობირვი მედიის ინფორმაციით, ეჭვმიტანილები პარიზში, გრანდ სინტეს რაიონში აიყვანეს.
რეიდში 200-ზე მეტი სამართალდამცველი მონაწილეობდა. ისინი ეჭვმიტანილების სახლებში დილის 7 საათზე შეიჭრნენ. პოლიცია ასევე შევიდა ერთ-ერთი მუსლიმური ორგანიზაციის შტაბ-ბინაში.
როგორც ფრანგული მედია წერს, სეპცოპერაცია ჯერ არ დასრულებულა.