საფრანგეთის სამთო კურორტზე ხანძრის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
საფრანგეთის სამთო კურორტზე ხანძრის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

საფრანგეთის სამთო კურორტ კურშეველში გაჩენილ ხანძარს ორი ადამიანი ემსხვერპლა. კიდევ 14 დაშავდა. მათგან ოთხის მდგომარეობა კრიტიკულია.

ცეცხლი იმ შენობაში გაჩნდა, სადაც სხვადასხვა სასტუმროებში მომუშავე პერსონალი ცხოვრობდა. ინტერნეტში გავრცელდა კადრები, რომელშიც ჩანს, რომ მაშველები ცდილობენ, ცეცხლმოკიდებულ შენობაში მყოფები კიბის დახმარებით გამოიყვანონ.

მეხანძრეებს ცეცხლის ლოკალიზებისთვის რამდენიმე საათი დასჭირდათ. ადგილობრივი მედიის ცნობით, შენობაში 60 ადამიანი იმყოფებოდა. მათი ნაწილი უცხო ქვეყნის მოქალაქეა. სამი დაშავებული ჰოსპიტალში ვერტმფრენით გადაიყვანეს.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.