საფრანგეთის მთავრობა პარლამენტის წევრთა რაოდენობის 25 პროცენტით შემცირებას გეგმავს
საფრანგეთის მთავრობა პარლამენტის წევრთა რაოდენობის 25 პროცენტით შემცირებას გეგმავს

საფრანგეთის მთავრობა, სახელმწიფო ინსტიტუტების რეფორმის ფარგლებში, პარლამენტის წევრთა რაოდენობის 25 პროცენტით შემცირებას გეგმავს. ინფორმაციას „ესოშიეტიდ პრესი“ ავრცელებს.

მთავრობამ კანონპროექტი უკვე მოამზადა, რომლის მიხედვითაც, პარლამენტის ქვედა პალატა, ეროვნული ასამბლეა 577 წევრიდან 433-მდე უნდა შემცირდეს, სენატში კი 348-ის ნაცვლად, 261 სენატორი შევა.

აღნიშნული ინიციატივა პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო. კანონპროექტს მხარი დეპუტატებმა უნდა დაუჭირონ.