საფრანგეთი ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთში სამხედრო კომპონენტს გაზრდის
საფრანგეთი ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთში სამხედრო კომპონენტს გაზრდის

საფრანგეთი ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთში სამხედრო კომპონენტს გაზრდის. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა.

​მაკრონი თურქეთს მოუწოდებს, შეწყვიტოს ნავთობისა და გაზის ძებნა სადავო წყლებში, რაც ანკარასა და ათენს შორის მშვიდობიანი დიალოგის გამართვას შეუწყობს ხელს.

„დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრთან, კირიაკოს მიცოტაკისთან საუბრისას საფრანგეთის პრეზიდენტმა თურქეთის ცალმხრივი ქმედებების გამო შეშფოთება გამოთქვა.

ნატოელ მოკავშირე ორ მეზობელ სახელმწიფოს შორის უთანხმოების საფუძველი ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ არსებული ბუნებრივი რესურსების მარაგებია. გასულ თვეში ემანუელ მაკრონმა თქვა, რომ თურქეთის საძიებო ოპერაცია საბერძნეთისა და კვიპროსის სუვერენიტეტს არღვევს. საფრანგეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობები ლიბიის კონფლიქტის გამოც არის გართულებული.

დატოვე კომენტარი