საფეხბურთო ტაიმაუტი | ლეგენდარული დინამოელები ხვიჩა კვარაცხელიაზე - ეტყობა, რომ იცის რა უნდა ფეხბურთიდან, ის ნამდვილი პროფესიონალია #1TVSPORT
საფეხბურთო ტაიმაუტი | ლეგენდარული დინამოელები ხვიჩა კვარაცხელიაზე - ეტყობა, რომ იცის რა უნდა ფეხბურთიდან, ის ნამდვილი პროფესიონალია #1TVSPORT

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტის“ ექსპერტმა, ვლადიმერ გუცაევმა, სტუმრებმა – ნოდარ ხიზანიშვილმა და ნუკრი კაკილაშვილმა ხვიჩა კვარცხელიას შესახებ ისაუბრეს.

ვლადიმერ გუცაევი: „კვარაცხელია ფიფა-მ 11 საუკეთესო ფეხბურთლს შორის დაასახელა, ეს უბრალო ამბავი არაა. ფეხბურთელი სრულყოფილად 25-26 წლის ასაკში ყალიბდება, მანამდე არასტაბილურობა ჩვეულებრივი ამბავია – 3-4 თვე მაგრად ითამაშებს, მერე ჩავარდნა ექნება. გამოცდილების მიღების შემდეგ იცი, როგორ მოემზადო და თამაშის რომელ ეპიზოდში რა გააკეთო. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, ხვიჩა კიდევ უფრო მოუმატებს.

ნუკრი კაკილაშვილი: „სეზონის სტარტზე რთული პერიოდის გადალახვის შემდეგ ხვიჩა შეცვლილია, მის თამაშში გარდატეხა მოხდა. მინდა, მას მივულოცო „ოქროს ბურთის“ ნომინანტებს შორის მოხვედრა. ეს უდიდესი შედეგი და ძალიან დიდი მიღწევაა. რაც მთავარია, ფეხბურთი და თავისი საქმე უყვარს და ნამდვილი პროფესიონალია“.

ნოდარ ხიზანიშვილი: „კვარაცხელიამ იცის, რა უნდა და რას ელის ფეხბურთიდან. ნებისმიერ მოქმედებასა და მოძრაობაზე ეტყობა, რომ უნიკალური ფეხბურთელია. თანაც ძალიან შრომისმოყვარე ადამიანია“.