საფეხბურთო ტაიმაუტი | ვლადიმერ გუცაევი - ჩემი აზრით, ირაკლი აზაროვი ევროპის ჩემპიონატზე წაყვანას იმსახურებდა #1TVSPORT
საფეხბურთო ტაიმაუტი | ვლადიმერ გუცაევი - ჩემი აზრით, ირაკლი აზაროვი ევროპის ჩემპიონატზე წაყვანას იმსახურებდა #1TVSPORT

თბილისის „დინამოს“ ლეგენდამ და საქართველოს პირველი არხის გადაცემა საფეხბურთო ტაიმაუტის ექსპერტმა, ვლადიმერ გუცაევმა მოახლოებულ ევროპის ჩემპიონატზე ისაუბრა.

„ჩვენთვის ისტორიული მომენტია, რადგან ამას ქართული საზოგადოება 30 წელზე მეტ ხანს ელოდა. ამ ბიჭების თაობამ მართლაც ისტორიულ გამარჯვებას მიაღწია.

წინასწარ მინდა, რომ წარმატება გისურვოთ. ერთი საქმეა, რომ დიდ საერთაშორისო სანაკრებო ტურნირზე გახვალ და მეორეა, იქ იბრძვი და კიდევ უფრო მაღალ შედეგს აჩვენებ.

არ შემიძლია, აზაროვის საკითხს არ შევეხო. აშკარად ნიჭიერი ბიჭია, „შახტარში“ სულ თამაშობს და ჩემპიონთა ლიგაზეც ითამაშა. სანიოლმა ის 26-კაციან სიაში არ შეიყვანა. ჩემი აზრით, ამაში მართალი არ არის, რადგან ის ევრო 2024-ზე წაყვანას იმსახურებდა“, – ამბობს ვლადიმერ გუცაევი.