საფეხბურთო ტაიმაუტი | ვლადიმერ გუცაევი - ევრო 2024-ზე გასვლა ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის ძალიან კარგი წინაპირობაა #1TVSPORT
საფეხბურთო ტაიმაუტი | ვლადიმერ გუცაევი - ევრო 2024-ზე გასვლა ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის ძალიან კარგი წინაპირობაა #1TVSPORT

თბილისის „დინამოს“ ლეგენდარულმა თავდამსხმელმა, საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტის“ ექსპერტმა, ვლადიმერ გუცაევმა იმედი გამოთქვა, რომ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების გასვლა ქართულ ფეხბურთში სასიკეთო ძვრებს გამოიწვევს და მეტ ყურადღებას დაიმსახურებს.

„ვფიქრობ, ევრო 2024-ზე გასვლა ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის ძალიან კარგი წინაპირობაა, ნებისმიერ სპორტში წარმატება მის წინსვლას უწყობს ხელს. საქართველოში საჭიროა ინფრასტრუქტურის განვითარება. საფეხბურთო კლუბების სატკივარი ის არის, რომ მინდვრები არაა სათანადო მდგომარეობაში.

ამ წარმატების შემდეგ, ვფიქრობ, მთავრობა და ბიზნესმენები დაფიქრდებიან, რომ საქართველოში ფეხბურთის განვითარება აუცილებელია. ჩემი აზრით, ამის შემდეგ სპორტით უფრო მეტი ბავშვი დაკავდება. თენგიზ სულაქველიძემ მითხრა, რომ სანამ კვარაცხელია გამოჩნდებოდა, მის აკადემიაში 300 ბავშვი ვარჯიშობდა, ახლა კი მსურველების რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა, ეს კი ფეხბურთის განვითარებისთვის ძალიან კარგია“, – განაცხადა ვლადიმერ გუცაევმა.