საფეხბურთო ტაიმაუტი | ვლადიმერ გუცაევი - გვარდიოლასა და ანჩელოტის გარდა, მესამე გენიალური მწვრთნელიც იზრდება და ის ხავია #1TVSPORT
საფეხბურთო ტაიმაუტი | ვლადიმერ გუცაევი - გვარდიოლასა და ანჩელოტის გარდა, მესამე გენიალური მწვრთნელიც იზრდება და ის ხავია #1TVSPORT

თბილისის „დინამოს“ ლეგენდარულმა თავდამსხმელმა, პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტის“ ექსპერტმა, ვლადიმერ გუცაევმა ახალი თაობის გამორჩეული ევროპელი მწვრთნელების შესახებ ისაუბრა.

„ვფიქრობ, გვარდიოლასა და ანჩელოტის გარდა, მესამე გენიალური მწვრთნელიც იზრდება და ის „ბარსელონას“ თავკაცი ხავია. საინტერესო სპეციალისტია ხაბი ალონსოც „ლევერკუზენიდან“ და „არსენალის“ დამრიგებელი მიკელ არტეტა.

მაგრამ მე ხავის შესახებ მინდა ვთქვა. ძირითად შემადგენლობაში 16,17,18 წლის ბიჭების დაყენება გაბედა და თამაშებს იგებენ. არ არის პატარა ამბავი, კილიან მბაპეს „პარი სენ-ჟერმენს“ საფრანგეთში მოუგო.

ხავიმ განაცხადა, რომ სეზონის დასრულების შემდეგ უნდა წავიდეს, მაგრამ ამ სიტყვებიდან 12-13 თამაშია „ბარსელონას“ არ აგებს, ახლა კი გუნდის ხელმძღვანელობა დარჩენას სთხოვს. მან გუნდში ისეთი ახალგაზრდა მიიყვანა, როგორიც 17 წლის პაუ კუბარსია, მასში პსჟ 40 მილიონ ევროს იხდის“, – ამბობს ვლადიმერ გუცაევი.