საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები სომხეთში საპარლამენტო არჩევნებს დადებითად აფასებენ
საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის თითქმის ყველა დამკვირვებელი სომხეთში გამართული ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ყველა ეტაპს დადებითად აფასებს. ამის შესახებ ნათქვამია საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის მიერ გამოქვეყნებულ შეფასებაში.
დამკვირვებლები აღნიშნავენ, რომ არჩევნები ადამიანთა ფუნდამენტური თავისუფლების უფლებების დაცვითა და საზოგადოების მხრიდან ნდობის ფონზე გაიმართა.
„9 დეკემბერს გამართული ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართა ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემით და ფართო საზოგადოების ნდობას იმსახურებდა, რაც უნდა შენარჩუნდეს საარჩევნო რეფორმების გაგრძელებით. ღია პოლიტიკური დებატები, მათ შორის მედიაში, ხელს უწყობდა აქტიურ კამპანიას, თუმცა ინტერნეტში წამქეზებლური რიტორიკის შემთხვევები შემაშფოთებელი იყო. საარჩევნო დარღვევების ზოგადი არარსებობა, მათ შორის ამომრჩეველთა მოსყიდვისა და ამომრჩევლებზე ზეწოლის, ნამდვილი კონკურენციის საშუალებას იძლეოდა. კამპანიის დაფინანსების სისტემის ერთობლიობა შელახული იყო რეგულაციის, ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის ნაკლებობით. მცირე ვადის მიუხედავად, არჩევნები იყო კარგად ადმინისტრირებული. საარჩევნო დღემ ჩაიარა მშვიდ და წყნარ ვითარებაში, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის თითქმის ყველა დამკვირვებლის მიერ ყველა ეტაპი შეფასდა დადებითად“, – ნათქვამია საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის ანგარიშში.