სომხეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემის პროცესი დასრულდა
სომხეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემის პროცესი დასრულდა

სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დასრულდა. მე-8 მოწვევის ეროვნული კრების არჩევნებში საკუთარი პოზიცია ხმის მიცემის უფლების მქონე მოსახლეობის თითქმის ნახევარმა გამოხატა.

როგორც სომხური მედია ქვეყნის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე დაყრდნობით წერს, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მოსახლეობის აქტივობამ 49.4 პროცენტი შეადგინა. საარჩევნო უბნებზე 1 281 174 ამომრჩეველი მივიდა. ეს თითქმის ერთი პროცენტით მეტია 2018 წლის 9 დეკემბრის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით. სომხეთის ისტორიაში მეორედ, ამომრჩეველთა ნახევარზე ნაკლები მივიდა საარჩევნო ყუთებთან. ტენდენციის დაკვირვება „ხავერდოვანი რევოლუციის“ შემდეგ დაიწყო.

20 ივნისის არჩევნებში 25 პარტია და ბლოკი იღებს მონაწილეობას. ეროვნულ კრებაში მოსახვედრად პარტიებს ხუთპროცენტიანი, ხოლო ბლოკებს შვიდპროცენტიანი ბარიერის გადალახვა მოუწევთ.