სომხეთის რამდენიმე რეგიონში ხმების დათვლის დროს ელექტროენერგია გაითიშა
სომხეთის რამდენიმე რეგიონში ხმების დათვლის დროს ელექტროენერგია გაითიშა

სომხეთის რამდენიმე რეგიონში ხმების დათვლის დროს ელექტროენერგია გაითიშა. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

როგორც სააქციო საზოგადოება „სომხეთის ელექტროქსელების“ პრესსპიკერმა, ნატალია სარჯანიანმა სომხურ მედიას განუცხადა, პრობლემა მაღალი ძაბვის ელექტროქსელებს, კერძოდ, საქართველოდან შემავალი ხაზის გათიშვას უკავშირდებოდა.

„არმავირის, შირაკის, არაგაცოტნისა და ლორის ოლქებში ელექტროენერგია დაახლოებით 10 წუთით იყო გამორთული. გამორთული იყო ქართული ხაზი, მოხდა სისტემური გათიშვა“, – განაცხადა ნატალია სარჯანიანმა.

სომხეთის რამდენიმე ოლქში ელექტროენერგია ადგილობრივი დროით 21:49 საათზე გაითიშა.

სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 20 ივნისს ჩატარდა. ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისია ამ დროისთვის ხმებს ითვლის.