სომხეთში ხმების 86 პროცენტის დათვლის შემდეგ, ნიკოლ ფაშინიანის პარტია 55 პროცენტით ლიდერობს
სომხეთში ხმების 86 პროცენტის დათვლის შემდეგ, ნიკოლ ფაშინიანის პარტია 55 პროცენტით ლიდერობს

სომხეთის საპარლამენტო არჩევნებზე ხმების 86 პროცენტის დათვლის შემდეგ, ნიკოლ ფაშინიანის პარტიას, „სამოქალაქო შეთანხმებას“ 55 პროცენტი აქვს. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ოფიციალური მონაცემებით, მეორე ადგილზეა ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის საარჩევნო ბლოკი „სომხეთი“, რომელმაც ამ დროისთვის 20.4 პროცენტი მოაგროვა.

სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიცილაური მონაცემებით, მესამე ადგილს იკავებს კიდევ ერთი ყოფილი პრეზიდენტის, სერჟ სარქსიანის საარჩევნო ბლოკი „მაქვს პატივი“, რომელსაც ამ დროისთვის 5.2-პროცენტიანი მხარდაჭერა აქვს.

ბოლო მონაცემებით, გაგიკ წარუკიანის პარტიამ „აყვავებული სომხეთი“ ხმათა 4.1 პროცენტის მოგროვება შეძლო.

ეროვნულ კრებაში მოსახვედრად პარტიებს ხუთპროცენტიანი, ხოლო ბლოკებს შვიდპროცენტიანი ბარიერის გადალახვა სჭირდებათ.