ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციამ გამოაცხადა მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადის 2021-დან 2022 წელს გადატანის შესახებ.
თავდაპირველად, საჭადრაკო ოლიმპიადა 2020 წელს, მოსკოვში უნდა გამართულიყო, მაგრამ მარტში 2021 წლისთვის გადაიტანეს. ახლა კი საერთაშორისო ფედერაციამ 2022 წელს გადაწყვიტა მისი გამართვა. ამასთან, ბელარუსი, რომელსაც უნდა მიეღო ტურნირი, უარი თქვა მასპინძლობაზე.
სავარაუდოდ, 2022 წელს საჭადრაკო ოლიმპიადას რუსეთი უმასპინძლებს.