„საბურთალომ“ „პიუნიკსთან“ ფრე ითამაშა [ვიდეო] #1TVSPORT
12:07, 21.07.2021
„საბურთალომ“ ზაფხულის მოსამზადებელი ეტაპი დაიწყო და პირველი ამხანაგური მატჩი „ზესტაფონის“ თბილისის ზღვის ბაზაზე გამართა – ხვიჩა შუბითიძის გუნდი ერევნის „პიუნიკს“ შეხვდა და შეხვედრა ფრედ დაასრულა.
ერევნის გუნდი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს სომხეთის ნაკრების სამი მოთამაშეებით საგრძნობლად გაძლიერდა – გუნდში დაიმატეს გრიგორი მელკისეტიანი („არარატი“), აიკ იშხანიანი („ალაშკერტი“), იური გარეგინიანი („ნოა“), ერიკ ვარდანიანი („სოჭი“) და გევორგგაზარიანი (ლიმასოლის აელ-იდან). ამ უკანასკნელმა 2020 წლის 15 ნოემბერს საქართველოს ნაკრებს ერთა ლიგაზე გაუტანა (76 მატჩი ნაკრებში, 14 გოლი). გუნდში მათ სომხეთის ნაკრების ორი წევრი დახვდათ – ამსტერდამის „აიაქსის“ აღზრდილი არაზოზბილისი და სერობ გრიგორიანი.
პირველი ნახევარი გოლების გარეშე დასრულდა. მეორე ნახევარში „საბურთალოს“ შემადგენლობა საგრძნობვლად შეიცვალა. ანგარიში თბილისელებმა მეკარის უხეში შეცდომის შედეგად გახსნეს – მეტოქის კარი თორნიკე ძებნიაურმა აიღო. სომხებმა მატჩის მიწურულს ანგარიში ეფექტური შეტევით ედგარ მოვსესიანის გოლით გაათანაბრეს და მატჩი 1:1 დასრულდა.
მე-2 ტაიმი:მეგრელშვილი – მალი, კაკუბავა, ჯგერენაია, რუხაძე – ო. მამაგეიშვილი, ლ. ნონიკაშვილი, ძებნაური – შულაია, გოჩოლეიშვილი, გ. მამაგეიშვილი
საბურთალოელები მიმდინარე პაუზაზე კიდევ 3 ამხანაგურ მატჩს გამართავენ, აქედან 2 გუნდის ვინაობა უკვე ცნობილია, ერთიც მოგვიანებით გაირკვევა. 24 ივლისს დაგგემილი მატჩის მეტოქე მალე გაირკვევა, 28 ივლისს გუნდი „საბაჰს“ (ბაქო, აზერბაიჯანი) შეხვდება, ხოლო 1 აგვისტოს – „საბაილს“ (ბაქო, აზერბაიჯანი).
„პიუნიკი“ თბილისურ შეკრებაზე კიდევ ერთ შეხვედრას გამართავს. 23 ივლისს გუნდი თბილისის „ლოკომოტივს” დაუპირისპირდება.