„ბაიერნის“ აღზრდილი „ალემანიადან“ - „საბურთალომ“ გერმანელი ნახევარმცველი დაიმატა #1TVSPORT
„ბაიერნის“ აღზრდილი „ალემანიადან“ - „საბურთალომ“ გერმანელი ნახევარმცველი დაიმატა #1TVSPORT

„საბურთალოში“ ახალი ფეხბურთელი დაიმატეს. გუნდში 26 წლის გერმანელი ნახევარმცველი, სიმონ სეფერინგსი ითამაშებს – მიუნხენის „ბაიერნის“ აკადემიის აღზრდილი, რომლესაც კიდევ ერთ მიუნხენურ კლუბში, „მიუნხენ 1860“-ში უთამაშია, ბოლოს კი აახენის „ალემანიას” ღირსებას იცავდა.

სეფერინგსი თავიდან აახენის „ალემანიაში“ ვარჯიშობდა, 2010 წელს მიუნხენის „ბაიერნის“ აკადემიაში გადავიდა, საიდანაც „ჰემშტეტენში“ მიიწვიეს. ამ კლუბში გატარებული ერთი სეზონის შემდეგ „მიუნხენ 1860“-ის სარეზერვო გუნდში დაიმატეს, რომელიც 2017 წლის ზაფხულში ბაიერნის რეგიონალურ ლიგაში იძულებით დააქვეითეს და მთავარ გუნდში დააწინაურეს. მან ტრავმის გამო 2017/18 წლების სეზონის პირველი ნახევარი გამოტოვა, მეორე წრეში კი 11 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.

სეზონის ბოლოს „მიუნხენ 1860“-მა მე-3 ბუნდესლიგაში თამაშის უფლება მოიპოვა. 2018/19 წლების სეზონის პირველ ნახევარში „საბურთალოს“ ახალწვეულს კუნთები დაუწყდა და ფორმის აღსადგენად რანგით მეოთხე ლიგის „გარჩინგში“ იჯარით გადავიდა. ნახევარ წელიწადში ისევ „მიუნხენ 1860“-ში დაბრუნდა.

2020 წლის ნოემბერში, სეფერინგსი რეგიონული ლიგის აახენის „ალემანიაში“ გადავიდა. გუნდთან ერთად 2020/21 წლების სეზონში რაინის თასის ფინალში გასვლა შეძლო. 2021 წლის ზაფხულიდან უკლუბოდ იყო დარჩენილი.