ლევან კაკუბავა - „სტიაუა“ ტიტულოვანი კლუბია, მაგრამ გამარჯვებისთვის ბრძოლას ვაპირებთ #1TVSPORT
ლევან კაკუბავა - „სტიაუა“ ტიტულოვანი კლუბია, მაგრამ გამარჯვებისთვის ბრძოლას ვაპირებთ #1TVSPORT

„საბურთალოს“ კაპიტანმა ლევან კაკუბავამ კონფერენს ლიგაზე ბუქარესტის „სტიაუასთან“ მოახლოებულ მატჩზე კომენტარი გააკეთა და თბილისური გუნდის შანსები შეაფასა.

„ჩვენი მეტოქე ძალიან ტიტულოვანი კლუბია და ბევრი წარმატებებისთვის მიუღწევია. მართალია, ახლა ძველებურად ვერ ბრწყინავს, მაგრამ ყოველ წელს ევროტურნირებზე 2-3 ეტაპს მაინც გადის.

თუმცა, ეს ჩვენთვის დამატებითი მოტივაციაა და ბოლომდე ბრძოლას ვაპირებთ. მატჩის მნიშვნელობა ყველას გათვითცნობიერებული აქვს. გამოვალთ მინდორზე და ვიბრძოლებთ, ვეცდებით სანახაობრივი და საინტერესო ფეხბურთი ვითამაშოთ.

მეტოქე საკმაოდ კარგად გვყავს გაშიფრული – „სტიაუაში“ ბევრი ძლიერი ფეხბურთელი თამაშობს, მათ შორის, ეროვნული ნაკრების წევრებიც არიან. შეტევის ხაზში დიდი პოტენციალი და ბევრი პლუსი გააჩნიათ. ამიტომ დაცვაში ყურადღებით თამაში დაგვჭირდება, მეტოქის პლუსები რომ გავანეიტრალოთ“ – ამბობს „საბურთალოს“ კაპიტანი.

კონფერენს ლიგის მეორე ეტაპზე „საბურთალოსა“ და ბუქარესტის „სტიაუას“ პირველი შეხვედრა 21 ივლისს გაიმართება. მატჩი „დინამო არენაზე“ 20:00 საათზე დაიწყება.