„საბურთალომ“ „შუქურა“ დაამარცხა და მესამე ადგილი დაიბრუნა #1TVSPORT
„საბურთალომ“ „შუქურა“ დაამარცხა და მესამე ადგილი დაიბრუნა #1TVSPORT

ეროვნული ლიგის 26-ე ტური „მიხეილ მესხზე” გამართული მატჩით დასრულდა – „საბურთალომ” ქობულეთის „შუქურას” უმასპინძლა და მორიგი გამარჯვებით სამეულში ადგილი დაიბრუნა.

„საბურთალომ“ ანგარიში მე-8 წუთზე გახსნა – სტუმართა საჯარიმოში მცველმა ნიკა მალი წააქცია და „შუქურას“ კარში დაინიშნული პენალტი იური ტაბატაძემ გამოიყენა 1:0. „საბურთალოს“ უპირატესობა 83-ე წუთზე აკაკი შულაიამ გაზარდა, რომლემაც საჯარიმო შესანიშნავად შეასრულა – 2:0.

ქობულეთელებმა იბრძოლეს, მაგრამ მხოლოდ სხვაობის შემცირება მოახერხეს. 90+2-ე წუთზე ბექა ვერულიძის გადაცემით ლევან ინგოროყვამ ისარგებლა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:1 „საბურთალოს“ სასარგებლოდ.

რაც შეეხება სატურნირო მდგომარეობას – 26 ტურის შემდეგ „საბურთალომ” 43 ქულით მესამე ადგილი დაიბრუნა, ხოლო „შუქურა” 21 ქულით მეცხრეზე დარჩა.