„საბურთალო 2“ თურქულ შეკრებაზე იმყოფება. გიორგი ჭელიძის გაწვრთნილი გუნდი 18 თებერვალს, ამხანაგურ მატჩს ავსტრიის ქვედალიგელ „უნიონ მორტესთან“ გამართავს.
ეს იქნება „საბურთალო 2“-ის პირველი საკონტროლო შეხვედრა უცხოურ შეკრებაზე.
მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭელიძემ შეკრებაზე შემდეგი ფეხბურთელები წაიყვანა:
თემურ ცალუღელაშვილი, ბაჩანა ბერუჩაშვილი, თორნიკე ასკურავა, გიორგი შაქარაშვილი, ბექა ბერიძე, გიორგი გოჩოლეიშვილი, თემურ გაბუნია, შოთა ნონიკაშვილი, ანდრია დევდარიანი, ნიკოლოზ ტალახაძე, ნიკოლოზ ყურშავიშვილი, დიმიტრი ვირუბოვი, გიორგი ტალახაძე, საბა მამაცაშვილი, სანდრო ჭანტურიშვილი, ნიკა ღლონტი, ლუკა გელაძე, ერეკლე მალაზონია, ლუკა ჯანაშია, ანდრია ფურცელაძე, ლუკა ლეჟავა, ვაჟა აბჟანდაძე, გოგა ნასყიდაშვილი, ოთარ აფციაური, გიორგი გულიაშვილი, ბექა ხარაიშვილი.