„შუქურას“ შემდეგ „საბურთალოში“ - უჩა სოსიაშვილი თბილისურ კლუბში იმუშავებს #1TVSPORT
„შუქურას“ შემდეგ „საბურთალოში“ - უჩა სოსიაშვილი თბილისურ კლუბში იმუშავებს #1TVSPORT

უჩა სოსიაშვილი „საბურთალო 2“-ის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

„უჩა სოსიაშვილი „საბურთალო 2”-ის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. მხარეებს შორის კონტრაქტი უკვე გაფორმდა“, – წერია თბილისური კლუბის განცხადებაში.

33 წლის სპეციალისტი ბოლოს ქობულეთის „შუქურას“ წვრთნიდა. სხვადასხვა პერიოდში სოსიაშვილი გორის „დილას“, „სამტრედიის“, „რუსთავის“, წყალტუბოს „სამგურალისა“ და ბოლნისის „სიონის“ მთავარი მწვრთნელი გახლდათ.

33 წლის სპეციალისტი საქართველოს ჩემპიონიცაა. 2014/15 წლის სეზონში მან გორის „დილა“ საქართველოს ჩემპიონატში პირველ ადგილზე გაიყვანა და ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელია, რომლის ხელმძღვანელობითაც გუნდმა ოქროს მედალი მოიპოვა. მაშინ სოსიაშვილი 26 წლის იყო.