საბერძნეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო საყოველთაო ვაქცინაცია 20 იანვრიდან დაიწყება
საბერძნეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო საყოველთაო ვაქცინაცია 20 იანვრიდან დაიწყება

საბერძნეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო საყოველთაო ვაქცინაციის პროცესი 20 იანვრიდან დაიწყება. პირველ ეტაპზე აცრას 85 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს ჩაუტარებენ. ამის შესახებ საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, კირიაკოს მიცოტაკისმა განაცხადა.

ვებგვერდი, სადაც მოქალაქეებს ვაქცინის გაკეთების რიგში ჩადგომა შეეძლებათ, 11 იანვარს ამუშავდება. ელექტრონული რეგისტრაცია სავალდებულო იქნება.

საბერძნეთის მთავრობის ცნობით, ამ ეტაპზე ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინას ყოველდღიურად რისკჯგუფებში შემავალ 5 000 მოქალაქეს უკეთებენ. ამ ეტაპზე აცრილია 16 365 მოქალაქე. საბერძნეთს რეზერვში აქვს ვაქცინის 150 850 დოზა.