საბერძნეთში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება იწყება
საბერძნეთში 4 მაისიდან კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება იწყება. კერძოდ, როგორც ბერძნული მედია წერს, ორშაბათიდან საცხოვრებელი მისამართის მიმდებარე ტერიტორიაზე სახლიდან გასვლისას მოქალაქეებს სპეციალური ნებართვის მიღება აღარ დასჭირდებათ.
გაიხსნება საცალო გაყიდვის პატარა მაღაზიები, ასევე სილამაზის სალონები. გაიხსნება ეკლესიები, თუმცა მასობრივი ღვთისმსახურების ჩატარება კვლავ აკრძალული იქნება.
დაშავებული გახდება გარეთ ვარჯიში.
ამასთან, საზოგადოებრივ ადგილებში სავალდებულოა ნიღბის ტარება. აღნიშნული ახალი წესის დარღვევისთვის 150 ევროს ოდენობის ჯარიმაა გათვალისწინებული.
„ჩვენ უნდა ვისწავლოთ ნიღბებით ცხოვრება ისევე, როგორც ვისწავლეთ მოტოციკლეტებზე ჩაფხუტების გამოყენებით და მანქანებში ღვედების გამოყენებით ცხოვრება“, – განაცხადა საბერძნეთის განვითარებისა და ინვესტიციების მინისტრის მოადგილემ, ნიკოს პაპათანასისმა.