საბერძნეთში კორონავირუსის 1 955 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 78 ადამიანი

21:57, 04.04.2021

საბერძნეთში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით 78 ადამიანი გარდაიცვალა, რაც დღემდე დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

„გარდიანის“ ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსის 1 955 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ყველაზე რთული მდგომარეობა ქვეყნის დედაქალაქ ათენშია, სადაც ვირუსის 921 შემთხვევა დაფიქსირდა.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე საბერძნეთში ვირუსის 273 000-ზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 8 300 ადამიანი.

მსგავსი