საბერძნეთში დრონის საშუალებით მედიკამენტების მიწოდება გამოსცადეს
საბერძნეთში დრონის საშუალებით მედიკამენტების მიწოდება გამოსცადეს

საბერძნეთში მიუდგომელ ადგილებში დრონის საშუალებით მედიკამენტების მიწოდება გამოსცადეს. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

გამოცდა მიზნად ისახავდა იზოლირებულ ადგილზე ეკოლოგიურად უსაფრთხო საშუალებით მედიკამენტის მიტანას. დრონმა ქალაქ ტრიკალადან სამი კილომეტრის დაშორებით მდებარე სოფელ ლეპტოკარიაში არსებულ აფთიაქში ჩაიტანა მედიკამენტები.

ტრიკალას მერის განცხადებით, ტექნოლოგიები არსებული პრობლემების მოგვარების საუკეთესო საშუალებად შეიძლება იქცეს.

პროექტი ევროკავშირის მიერ ფინანსდება და მიზნად ისახავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის დახმარების გაწევას, რომლებიც სახლებში არიან იზოლირებული. იგეგმება დრონების გადაუდებელი სიტუაციის დროს გამოცდაც. ოფიციალური პირების განცხადებით, პროექტს დიდი მნიშვნელობა ენიჭება განსაკუთრებით კორონავირუსის პანდემიის პირობებში.