საბერძნეთის რამდენიმე რეგიონში კარანტინი ცხადდება
საბერძნეთის რამდენიმე რეგიონში კარანტინი ცხადდება

„კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, საბერძნეთის რამდენიმე რეგიონში კარანტინი ცხადდება. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

ხვალიდან ქვეყნის სამ დიდ ქალაქში მკაცრი კარანტინი დაწესდება. გავრცელებული ინფორმაციით, ახალი შეზღუდვები მომდევნო ერთი თვის განმავლობაში იქნება ძალაში.

საბერძნეთის მთავრობამ ზომების გამკაცრების შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ქვეყანაში ვირუსის ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობამ მკვეთრად მოიმატა.

საბერძნეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის 35 510 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 615 ადამიანი.