საბერძნეთის კუნძულ სამოსთან მცირე ზომის თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
საბერძნეთის კუნძულ სამოსთან მცირე ზომის თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

საბერძნეთის კუნძულ სამოსთან მცირე ზომის თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

საბერძნეთის ხელისუფლების ცნობით, თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.

მცირე ზომის კერძო თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც ორი ადამიანი იმყოფებოდა, ისრაელიდან საბერძნეთის კუნძულზე მიფრინავდა, რა დროსაც სამოსის აეროპორტის მახლობლად ზღვაში ჩავარდა.