საბერძნეთის კუნძულ როდოსზე ტყის ხანძრის გამო 19 000 ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო
საბერძნეთის კუნძულ როდოსზე ტყის ხანძრის გამო 19 000 ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო

საბერძნეთის კუნძულ როდოსზე ტყის ხანძრის გამო 19 000 ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

მედიის ცნობით, ათასობით ტურისტმა და მცხოვრებელმა, რომლებიც გაურბოდნენ ტყის ხანძრებს საბერძნეთის კუნძულ როდოსზე, სკოლებსა და თავშესაფრებს შეაფარეს თავი. ბევრი ადამიანი ევაკუირებული იყო კერძო ნავებით ახლოს მდებარე სანაპიროებიდან, რადგან ცეცხლის გაჩენის საშიშროება იყო კურორტებსა და სანაპიროზე მდებარე სოფლებში.

სახანძრო ბრიგადის თქმით, 19 000 ადამიანი გადაიყვანეს სახლებიდან და სასტუმროებიდან დროებით საცხოვრებლებში, საკონფერენციო ცენტრებსა და სკოლების შენობებში, სადაც მათ მიაწოდეს წყალი, საკვები და გაუწიეს სამედიცინო დახმარება.

სახანძრო ბრიგადის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, რომელმაც ანონიმურობის პირობით ისაუბრა სააგენტო „როიტერთან“, აღნიშნა, რომ კუნძულ როდოსზე ტყის ხანძრებმა დააზარალა კუნძულის ცენტრალურ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე სასტუმროების ათი პროცენტი. აღსანიშნავია, რომ როდოსი საბერძნეთში მესამე ყველაზე დასახლებული კუნძულია.

მანამდე საბერძნეთის სამოქალაქო დაცვის სააგენტომ გაფრთხილება გაავრცელა ტყის ხანძრების ძალიან მაღალი რისკის შესახებ ქვეყნის თითქმის ნახევარზე, სადაც ტემპერატურის 45 გრადუსამდე ზრდა იყო მოსალოდნელი.

როგორც „როიტერი“ აღნიშნავს, ხანძრები ხშირია საბერძნეთში, მაგრამ კლიმატის ცვლილებამ გამოიწვია უფრო ექსტრემალური სიცხეები სამხრეთ ევროპასა და მსოფლიოს ბევრ ნაწილში.