საბა ბუაძე - NDI-ს კვლევა მიუთითებს, რომ პოლიტიკური რეიტინგების გაზომვა ახლა ძალიან რთულია და არ იძლევა ადეკვატურ სურათს
საბა ბუაძე - NDI-ს კვლევა მიუთითებს, რომ პოლიტიკური რეიტინგების გაზომვა ახლა ძალიან რთულია და არ იძლევა ადეკვატურ სურათს

NDI-ს კვლევა მიუთითებს, რომ პოლიტიკური რეიტინგების გაზომვა ახლა ძალიან რთულია და არ იძლევა ადეკვატურ სურათს, – ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ წარმომადგენელი საბა ბუაძე აცხადებს ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის შედეგებთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, ოპოზიციას დაბალი რეიტინგი აქვს.

„ეს მიუთითებს იმაზე, რომ ასეთი პოლიტიკური რეიტინგების გაზომვა ახლა ძალიან რთულია და არ იძლევა ადეკვატურ სურათს, ვინაიდან ვართ პოლიტიკურ კრიზისში, სადაც რთული არის ასეთი კვლევების სიზუსტეზე ვისაუბროთ. მით უფრო, რომ ასეთი კვლევები ტარდებოდა ტელეფონის საშუალებით და მნიშვნელოვნად განსხვავდება იმ კვლევებისგან, რომელიც ტარდება სრულფასოვნად პირისპირ ინტერვიუს დროს“, – განაცხადა ბუაძემ.

NDI-ს კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 23 პროცენტი მიიჩნევს, რომ მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს „ქართული ოცნებაა“, 7 პროცენტი ასახელებს „ნაციონალურ მოძრაობას“, სხვა პარტიებს ჯამში 7 პროცენტი აქვთ.