საარჩევნო კამპანიის დაფინანსების საქმეზე პარიზის სააპელაციო სასამართლომ ნიკოლა სარკოზის სარჩელი უარყო
საარჩევნო კამპანიის დაფინანსების საქმეზე პარიზის სააპელაციო სასამართლომ ნიკოლა სარკოზის სარჩელი უარყო

საარჩევნო კამპანიის დაფინანსების საქმეზე პარიზის სააპელაციო სასამართლომ ნიკოლა სარკოზის სარჩელი უარყო.

საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს 2012 წლის საარჩევნო კამპანიის უკანონო დაფინანსებისთვის სასამართლოს წინაშე წარდგომა მოუწევს.

გამოძიების თანახმად, ნიკოლა სარკოზიმ სავარაუდოდ, საარჩევნო კამპანიის დაფინანსების სამართლებრივ ზღვარს გადააჭარბა და პარტიამ ფალსიფიცირებული ანგარიშების გამოყენებით, 22 მილიონი დოლარი დახარჯა.

ნიკოლა სარკოზი საფრანგეთის პრეზიდენტი 2007-2012 წლებში იყო.