მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაცია ორ რუს სპორტსმენს ადანაშაულებს ანტისადოპინგო წესების დარღვევაში. ესენი არიან: 2012 წლის ოლიმპიური ჩემპიონი სიმაღლეზე ხტომაში ივან უხოვი და მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონი სამხტომში ლიუკმან ადამსი.
ამ სპორტსმენების წინააღმდეგ გამოძიება დაწყებულია მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს დამოუკიდებელი კომისიის ანგარიშის მონაცემების საფუძველზე.
ამ ორი სპორტსმენის გარდა, ვერდიქტს ელოდება კიდევ 14 რუსი მძლეოსანი. ისინიც ეჭვმიტანილნი არიან დოპინგის მიღებაში.
ამ სპორტსმენთა საქმეებს სპორტული საარბიტრაჟო სასამართლო განიხილავს.