რუსეთში სამგზავრო თვითმფრინავმა ავარიული დაშვება წარმატებულად განახორციელა. ამის შესახებ რუსული მედია საავიაციო სამსახურის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.
როგორც ცნობილია, „სუხოი სუპერჯეთ 100“-ის ბორტზე 80 მგზავრი და ეკიპაჟის ექვსი წევრი იმყოფებოდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ავარიული დაშვების დროს არავინ დაშავებულა.
ავიაკომპანია „იამალის“ სამგზავრო თვითმფრინავს ტიუმენი-სანქტ-პეტერბურგის რეისს ასრულებდა, თუმცა საფრენი აპარატის მარცხენა ძრავი დაზიანდა. რის შემდეგაც, ტიუმენის აეროპორტში ავარიული დაშვება გადაწყდა.