რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 8 232 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 160 პაციენტი
რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 8 232 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 160 პაციენტი

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 8 232 შემთხვევა გამოვლინდა, 160 პაციენტი კი გარდაიცვალა.

შესაბამისი მონაცემები რუსეთის ხელისუფლების სპეციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ოფიციალური სტატისტიკით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის მილიონ 167 ათასზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის, 952 399 გამოჯანმრთელდა, 20 545 პაციენტი კი, გარდაიცვალა.