რუსეთში კორონავირუსის 8 053 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 392 პაციენტი
რუსეთში კორონავირუსის 8 053 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 392 პაციენტი

ბოლო 24 საათში, რუსეთში კორონავირუსის 8 053 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 392 პაციენტი. გამოჯანმრთელდა 8 039 პირი.

ოფიციალური მონაცემები რუსეთის მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

27 აპრილის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის ოთხი მილიონ 779 ათასზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ოთხ მილიონ 402 ათასს აჭარბებს. რუსეთში ვირუსით სულ 108 980 პაციენტი გარდაიცვალა.