რუსეთში ხმათა 60 პროცენტის დათვლის შემდეგ მმართველი პარტია 47 პროცენტით იმარჯვებს
რუსეთში ხმათა 60 პროცენტის დათვლის შემდეგ მმართველი პარტია 47 პროცენტით იმარჯვებს

რუსეთში საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია – „ერთიანი რუსეთი“ იმარჯვებს. რუსული მედია ქვეყნის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე დაყრდნობით წერს, რომ ხმების 60 პროცენტის დათვლის შემდეგ, „ერთიან რუსეთს“ 47 პროცენტი აქვს.

მეორე ადგილს კომუნისტური პარტია იკავებს 20.88 პროცენტით, მესამეზე ვლადიმერ ჟირინოვსკის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიაა, 7.89 პროცენტით.

არსებული მონაცემებით, რუსეთის საკანონმდებლო ორგანოში ასევე შედიან პარტია „სამართლიანი რუსეთი-სიმართლისთვის“, რომელსაც ხმების 7.54 პროცენტი აქვს და პარტია „ახალი ხალხი“, 5.77 პროცენტით.

მერვე მოწვევის სახელმწიფო დუმის არჩევნები სამი დღის განმავლობაში – 17, 18 და 19 სექტემბერს მიმდინარეობდა. ქვედა პალატის არჩევნების პარალელურად, იმავდროულად ჩატარდა პირდაპირი არჩევნები რუსეთის ფედერაციის ცხრა ერთეულის ხელმძღვანელებისთვის და ასევე არჩეულ იქნა 39 რეგიონული პარლამენტი.