რუსეთში, ირკუტსკის ოლქში მცირე ზომის თვითმფრინავის ავარიული დაშვების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
რუსეთში, ირკუტსკის ოლქში მცირე ზომის თვითმფრინავის ავარიული დაშვების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა

რუსეთში, ირკუტსკის ოლქში მცირე ზომის სამგზავრო თვითმფრინავის ავარიული დაშვებისას ოთხი ადამიანი დაიღუპა, 12 კი დაშავდა.

გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავი ირკუტსკიდან კაზაჩინსკოეს დასახლებაში მიფრინავდა, თუმცა ავარიული დაშვება აეროდრომიდან ოთხ კილომეტრში განახორციელა.

დაღუპულთა შორის ეკიპაჟის ერთი წევრი, სამი კი მგზავრია. დაშავებულთაგან სამის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. მათ მკურნალობისთვის ირკუტსკში გადაიყვანენ.

ადგილობრივი ხელისუფლების განკარგულებით, გარდაცვლილთა და დაზარალებულთა ოჯახის წევრები კომპენსაციას მიიღებენ. ფაქტზე აღძრულია საქმე უსაფრთხოების წესების დარღვევის მუხლით. უკვე ამოღებულია ე.წ. შავი ყუთი.