რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეების მორიგი მასშტაბური გაცვლა მომდევნო ნორმანდიულ სამიტამდე შედგება
რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეების მორიგი მასშტაბური გაცვლა მომდევნო ნორმანდიულ სამიტამდე შედგება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ვადიმ პრისტაიკო აცხადებს, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეების მორიგი მასშტაბური გაცვლა მომდევნო ნორმანდიულ სამიტამდე შედგება. შესაბამისი განცხადება უკრაინელმა დიპლომატმა ადგილობრივ მედიასთან საუბარში განაცხადა.

მანამდე, 14 თებერვალს ტყვეების გაცვლის საკითხი სატელეფონო საუბრისას უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებმა განიხილეს.

მორიგი ნორმანდიული სამიტის გამართვა აპრილში განიხილება, თუმცა თებერვლის დასაწყისში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრეი რუდენკომ განაცხადა, რომ შეხვედრა შესაძლოა, გადაიდოს კიევის არასაკმარისი აქტიურობის გამო.

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმრ პუტინისა და უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმირ ზელენსკის მონაწილეობით ნორმანდიული ოთხეულის პირველი შეხვედრა 2019 წლის 9 დეკემბერს შედგა.