რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა საავადმყოფო დატოვა

21:55, 25.05.2020

კორონავირუსით ინფიცირებული რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი საავადმყოფოდან ორკვირიანი მკურნალობის შემდეგ გაწერეს.

როგორც რუსულ მედიას პრეზიდენტის თანაშემწემ განუცხადა, ახლა ის მკურნალობას სახლში, თვითიზოლაციაში განაგრძობს.

დიმიტრი პესკოვი „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით საავადმყოფოში 12 მაისს გადაიყვანეს.

მსგავსი