რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა საავადმყოფო დატოვა
კორონავირუსით ინფიცირებული რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი საავადმყოფოდან ორკვირიანი მკურნალობის შემდეგ გაწერეს.
როგორც რუსულ მედიას პრეზიდენტის თანაშემწემ განუცხადა, ახლა ის მკურნალობას სახლში, თვითიზოლაციაში განაგრძობს.
დიმიტრი პესკოვი „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით საავადმყოფოში 12 მაისს გადაიყვანეს.